---
title: 'შოთა გუჯაბიძის ბიოგრაფია'
url: 'https://shotagujabidze.com/ge/biography'
markdown: 'https://shotagujabidze.com/ge/biography.md'
lang: ge
date: '2026-10-09'
description: 'შოთა გუჯაბიძე არის ეკონომიკის დოქტორი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი, ეკონომიკური კონსულტანტი და მკვლევარი. მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და შეფასება, ეკონომიკური და საინვესტიციო ანალიზი, მშენებლობა და დეველოპმენტი, პროექტების მართვა და ბუნებრივი გაზის (ენერგეტიკის) ეკონომიკა.'
---

# ბიოგრაფია

 მოკლე ბიოგრაფია:

**შოთა გუჯაბიძე** არის ეკონომიკის დოქტორი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი, ეკონომიკური კონსულტანტი და მკვლევარი. მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და შეფასება, ეკონომიკური და საინვესტიციო ანალიზი, მშენებლობა და დეველოპმენტი, პროექტების მართვა და ბუნებრივი გაზის (ენერგეტიკის) ეკონომიკა.

მისი კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა პერიოდში მოიცავდა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის, უძრავი ქონების ფასწარმოქმნისა და შეფასების მეთოდოლოგიის კვლევას, მოგვიანებით კი — ბუნებრივი აირის ბაზრის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კასპიის რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ეკონომიკურ საკითხებს.

შოთა გუჯაბიძე არის „[REA — Real Estate Analytics](https://rea.ge)“-ის **დამფუძნებელი** და **CEO**, ასევე [Royal Estate](https://royalestate.ge)-ის (უძრავი ქონების სააგენტო) **COO**.

## განათლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი [](https://www.gtu.edu.ge/)

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი — სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“

  ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2023 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი [](https://www.gtu.edu.ge/)

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი — ბიზნესის ადმინისტრირება

  მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2014 

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი — ბიზნესის ადმინისტრირება, სპეციალიზაცია: საბუღალტრო და საგადასახადო საქმე

  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 2010 

## სამეცნიერო კვლევები და პუბლიკაციები

 | წელი | ნაშრომი | გამოცემა / ტიპი |
|---|---|---|
| 2026 | *[კასპიის რეგიონიდან გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ეფექტური ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა](https://doi.org/10.36073/1512-0996-2026-1-133-142)* | *საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები*, №1, გვ. 133–142, სამეცნიერო სტატია |
| 2026 | *[კასპიის რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიწოდების ხარჯები და ღირებულება](https://doi.org/10.36073/1512-0996-2026-1-119-132)* | *საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები*, №1, გვ. 119–132, სამეცნიერო სტატია |
| 2023 | *[ბუნებრივი გაზის რეგიონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში](https://opac.gtu.ge/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=68105&query_desc=%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%20%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90)* | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — სადოქტორო დისერტაცია |
| 2023 | *[რეგიონალური გაზის ჰაბი საქართველოში](https://journalesgia.com/storage/1083/Barabadze_ANAS_Transactions_2023_Special_Issue.pdf)* | [ANAS Transactions - Earth Sciences](https://journalesgia.com/en/meqale/613/the-project-of-creating-a-gas-hub-in-georgia), Special Issue, 2023, გვ. 31–33, სამეცნიერო სტატია |
| 2023 | *[უძრავი ქონების ბაზრის გამყარების მცდელობები ჩინეთში](https://papers.4science.ge/index.php/bej/article/view/516/476)* | „ბიზნეს-ინჟინერინგი“, №1–2, გვ. 7–13, სამეცნიერო სტატია |
| 2022 | *[ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და საქართველოს ახალი ინიციატივები](https://publishhouse.gtu.ge/en/post/1876)* | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონოგრაფია |
| 2022 | *[კასპიის რეგიონიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების მეთოდების ეკონომიკური ანალიზი](https://scholar.bpengi.com/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/2022/03-04/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98_2022_03-04_p137-p140)* | „ბიზნეს-ინჟინერინგი“, №3–4, გვ. 137–140, სამეცნიერო სტატია |
| 2022 | *[კასპიის რეგიონიდან შავი ზღვის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონომიკური ანალიზი](https://scholar.bpengi.com/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/2022/01-02/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98_2022_01-02_p018-p024.pdf)* | „ბიზნეს-ინჟინერინგი“, №1–2, გვ. 18–24, სამეცნიერო სტატია |
| 2021 | *[ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის პრობლემები ევროპის ქვეყნებში](https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/503830/1/Saqartvelos_Navtobi_Da_Gazi_2021_N34.pdf)* | „საქართველოს ნავთობი და გაზი“, №34, გვ. 106–116, სამეცნიერო სტატია |
| 2021 | *[ბუნებრივი გაზი და ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგია](https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/503830/1/Saqartvelos_Navtobi_Da_Gazi_2021_N34.pdf)* | „საქართველოს ნავთობი და გაზი“, №34, გვ. 98–105, სამეცნიერო სტატია |
| 2021 | *[გაზის დარგის განვითარების ტენდენციები, რეგულაციები და ფინანსური ინსტრუმენტები თანამედროვე ევროპაში](https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/503830/1/Saqartvelos_Navtobi_Da_Gazi_2021_N34.pdf)* | „საქართველოს ნავთობი და გაზი“, №34, გვ. 88–97, სამეცნიერო სტატია |
| 2015 | *[უძრავი ქონების ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში](https://www.academia.edu/21652529/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98_Real_estate_price_formation_determining_factors_in_Georgia)* | სამეცნიერო ნაშრომი |
| 2015 | *[უძრავი ქონების შეფასების დასავლური მეთოდების ადაპტირება საქართველოს პირობებისათვის](https://scholar.bpengi.com/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/2015/03/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98_2015_03_p208-p211.pdf)* | „ბიზნეს-ინჟინერინგი“, გვ. 208–211, სამეცნიერო ნაშრომი |
| 2014 | *[უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა და პერსპექტივები ქ. თბილისში](https://www.academia.edu/17035844/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%A5_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98_Real_estate_market_conditions_and_opportunities_in_Tbilisi)* | ბაზრის კვლევა |

## პროექტები

###  მზიური რეზიდენსი 

     ![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/mziuri-1-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/mziuri-2-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/mziuri-4-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/mziuri-3-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/mziuri-5-small.webp)

„მზიური რეზიდენსი“ — საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების პროექტი ვაკეში, თბილისი.

2015–2023 წლებში შოთა გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა „მზიური რეზიდენსის“ დეველოპმენტის პროექტს. მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა პროექტის მართვას, სამშენებლო პროცესების ხელმძღვანელობას, დეველოპერული გადაწყვეტილებების მიღებას, სამუშაოების კოორდინაციას, ასევე უძრავი ქონების პოზიციონირებისა და გაყიდვების მართვას.

პროექტი მდებარეობს თბილისში, ვაკეში, [ნინო რამიშვილის II ჩიხი №5-ში ](https://maps.app.goo.gl/Jdyxcete8MDkeYd1A), ჭავჭავაძის გამზირისა და მზიურის პარკის მიმდებარედ. ათსართულიანი, შერეული დანიშნულების კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ცენტრალურ ლოკაციაზე.

დაწყვეტილებების მიღებას, სამუშაოების კოორდინაციას, ასევე უძრავი ქონების პოზიციონირებისა და გაყიდვების მართვას. 

###  სარკინეთის წმინდა შიოს სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია

     ![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/cave-1-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/cave-2-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/cave-3-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/cave-4-small.webp)

![](https://shotagujabidze.com/user/themes/quark2-sh/sh/images_new/biography/cave-5-small.webp)

2008 წელს შოთა გუჯაბიძემ იმუშავა შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის [სოფელ ელბაქიანთკარში](https://maps.app.goo.gl/m4mFuFCUcmoqwGbeA) მდებარე [სარკინეთის წმინდა შიოს სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესიის](https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90) პროექტზე. მან შეიმუშავა პროექტის არქიტექტურულ-სივრცითი და გეგმარებითი გადაწყვეტები, შეასრულა ესკიზური პროექტირება, 3D მოდელირება და ვიზუალიზაცია და მოამზადა საბოლოო საპროექტო გადაწყვეტის ვიზუალური პრეზენტაცია.

პროექტის საინჟინრო და კონსტრუქციული ნაწილი შეიმუშავა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და სამთო საქმის სპეციალისტმა [ირაკლი გუჯაბიძემ](https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94). იგი ასევე ხელმძღვანელობდა კლდის მასივის დამუშავების, გამოკვეთისა და შესაბამისი სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს.

კლდეში ნაკვეთი ეკლესიის შექმნა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაიწყო. შოთა და ირაკლი გუჯაბიძეების მონაწილეობა საპროექტო და საინჟინრო სამუშაოებში უსასყიდლო და საქველმოქმედო ხასიათის იყო. ეკლესიის შექმნა რუის-ურბნისის ეპარქიისა და მონასტრის ძალისხმევით, შემოწირულობებითა და ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირების მრავალწლიანი შრომით განხორციელდა, განსაკუთრებული წვლილი კი პროექტის ინიციატორს, მიტროპოლიტ იობს მიუძღვის.

## ექსპერტიზა და საკონსულტაციო საქმიანობა

**IGS Builders — დამფუძნებელი და მთავარი ფინანსური ექსპერტი | 2014–2016**

2014–2016 წლებში შოთა გუჯაბიძე იყო IGS Builders-ის დამფუძნებელი და მთავარი ფინანსური ექსპერტი. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული აგრარული განვითარების პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისთვის წარდგენილი საინვესტიციო პროექტების ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა.

მისი საქმიანობა მიმართული იყო პროექტების ფინანსური მიზანშეწონილობისა და წარმოდგენილი ხარჯების დასაბუთებულობის შეფასებაზე. მომზადებული საექსპერტო დასკვნები წარმოადგენდა პროფესიულ საფუძველს დასაშვები დაფინანსების განსაზღვრის, პროექტის ბიუჯეტის კორექტირებისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

საექსპერტო სამუშაოები მოიცავდა:

- პროექტების ხარჯთაღრიცხვის ფინანსურ შეფასებას;
- კაპიტალური დანახარჯების საჭიროებისა და მოცულობის შემოწმებას;
- ბიზნესგეგმებში წარმოდგენილი ხარჯებისა და ფინანსური გათვლების დასაბუთებულობის შეფასებას;
- ტექნიკური მდგომარეობისა და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას;
- გადაჭარბებული, შემცირებული ან არასაკმარისად დასაბუთებული ხარჯების გამოვლენას;
- დაფინანსებისა და ხარჯების კორექტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის საექსპერტო დასკვნების მომზადებას.

**შერჩეული საექსპერტო და საკონსულტაციო პროექტები:**

 | წელი | პროექტი | შესრულებული სამუშაო |
|---|---|---|
| 2024 | *პროექტის დეტალები არ არის მითითებული* | პროექტის განხორციელებისა და ხარჯების მონიტორინგი |
| 2023 | *პროექტის დეტალები არ არის მითითებული* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2020 | *პროექტის დეტალები არ არის მითითებული* | პროექტის შეფასება და მონიტორინგი |
| 2018 | *პროექტის დეტალები არ არის მითითებული* | ბიზნესგეგმისა და ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება |
| 2015 | *რძის გადამამუშავებელი საწარმო — წალკა, ქვემო ქართლი* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2014 | *თხილის გადამამუშავებელი საწარმო — ჩხოროწყუ* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2014 | *ღვინის საწარმო — ჩოხატაური* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2014 | *ღვინის საწარმო — ქედა, აჭარა* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2014 | *თხილის გადამამუშავებელი საწარმო — ზუგდიდი, პროექტი II* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |
| 2014 | *თხილის გადამამუშავებელი საწარმო — ზუგდიდი, პროექტი I* | ფინანსური და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზა |

 დამატებითი კონტაქტები:

Linkedin: [https://www.linkedin.com/in/Gujabidze](https://www.linkedin.com/in/gujabidze)

Academia.edu: <https://archworkings.academia.edu/ShotaGujabidze>

Google Scholar: <https://scholar.google.com/citations?user=FUb-X0AAAAAJ>

Scribd: <https://www.scribd.com/user/645056224/Shota-Gujabidze>

Scopus: <https://www.scopus.com/authid/detail.uri?authorId=59358398800>

Orcid: <https://orcid.org/0009-0008-6777-8040>

---

## Navigation

- Previous: [შოთა გუჯაბიძე - უძრავი ქონების ექსპერტი და დეველოპერი 15 წელზე მეტი გამოცდილებით. | ShotaGujabidze.com](https://shotagujabidze.com/ge/index.md)
- Next: [მედია](https://shotagujabidze.com/ge/media.md)
