---
title: 'მშენებლობა მაღალი რისკის ზონებში და ურბანული განვითარების რეგულირება — TV 36'
url: 'https://shotagujabidze.com/ge/media/construction-in-high-risk-areas-and-urban-development-regulation-tv-36'
markdown: 'https://shotagujabidze.com/ge/media/construction-in-high-risk-areas-and-urban-development-regulation-tv-36.md'
lang: ge
date: '2025-07-15'
description: 'შოთა გუჯაბიძემ TV 36-ის გადაცემა „თავისუფალ ბიზნესში“ თბილისის ურბანული განვითარების, ინტენსიური განაშენიანებისა და სამშენებლო რეგულირების საკითხებზე ისაუბრა.'
taxonomy:
  tag:
    - 'real estate'
    - tbilisi
---

# მშენებლობა მაღალი რისკის ზონებში და ურბანული განვითარების რეგულირება — TV 36

![](https://shotagujabidze.com/user/pages/03.media/17.construction-in-high-risk-areas-and-urban-development-regulation-tv-36/36tv.webp) 

შოთა გუჯაბიძემ TV 36-ის გადაცემა „თავისუფალ ბიზნესში“ თბილისის ურბანული განვითარების, ინტენსიური განაშენიანებისა და სამშენებლო რეგულირების საკითხებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, თანამედროვე ქალაქის ზრდა და მაღალსართულიანი მშენებლობა განვითარების ბუნებრივი ნაწილია, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად ორგანიზებულად და სისტემურად მიმდინარეობს განაშენიანება და რამდენად ეფექტიანია შესაბამისი რეგულაციები, ტექნიკური სტანდარტები, მათი აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმები.

გუჯაბიძის განცხადებით, საქართველოში უძრავი ქონების საბაზრო და მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა წინა წლებთან შედარებით მუნიციპალური არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ეფექტიანობისა და სამშენებლო რეგულაციების აღსრულების მხრივ აშკარა დადებითი დინამიკა შეინიშნება.

---

## Navigation

- Parent: [მედია](https://shotagujabidze.com/ge/media.md)
- Previous: [არქიტექტურული და ურბანული გარემოს ფუნქციური შესაბამისობა და ხელმისაწვდომობა — TV 36](https://shotagujabidze.com/ge/media/functional-adequacy-and-accessibility-of-the-architectural-and-urban-environment-tv-36.md)
- Next: [უძრავი ქონების ბაზარს ზრდისთვის სჭირდება მუდმივი, უწყვეტი და სტაბილური პირობები — BPN.ge](https://shotagujabidze.com/ge/media/real-estate-market-needs-consistent-continuous-and-stable-conditions-for-growth-bpn.md)
