23–25 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა 29-ე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „თურქმენეთის ნავთობი და გაზი“.
ღონისძიებას ქართველ სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ესწრებოდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი შოთა გუჯაბიძე. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე და პროფესორი ზურაბ გუდავაძე.