ShotaGujabidze.com

უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა, ფასების დინამიკა და იპოთეკური დაკრედიტების ტენდენციები

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში შოთა გუჯაბიძე აფასებს საქართველოს უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის მდგომარეობას, ბაზრის განვითარების დინამიკას, ფასების ვარდნისა და ლარის გაუფასურების გავლენას მოთხოვნასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. საუბარი ასევე ეხება იპოთეკური დაკრედიტების როლს, უცხოელი მყიდველების აქტივობას, სხვადასხვა სეგმენტში ბინებზე მოთხოვნასა და დეველოპერების ფინანსურ მდგომარეობას.

ინტერვიუში განხილულია ახალი მშენებლობების ხარისხი, თბილისის უკონტროლო განაშენიანების პრობლემა, სამშენებლო მასალებზე ეკონომიის გავლენა ხარისხზე და ბაზრის არასტაბილურობის პირობებში უძრავი ქონების ფასის განსაზღვრის სირთულეები. აღნიშნული სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ "Ambebi.ge"-ზე: https://www.ambebi.ge/article/147766-kveqnis-mosaxleobis-90-sacxovrebel-binebs-ipotekuri-sesxit-qidulobs/

ციტატა:

ვერ ვი­ტყვი, რომ ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში შე­სა­შუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა: 2006-დან 2008 წლამ­დე ამ დარ­გმა მაქ­სი­მა­ლურ აღ­მას­ვლას მი­აღ­წია, მერე და­ი­წყო სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი, 2012-2013 წლე­ბი­დან კი ისევ გა­მო­ცო­ცხლე­ბა და­ე­ტყო. იყო მო­ლო­დი­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის აღ­მას­ვლი­სა და ფა­სე­ბის მა­ტე­ბი­სა, თუმ­ცა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა - მი­ნი­მუ­მამ­დე და­ე­ცა ფა­სე­ბიც და ამ დარ­გის მდგო­მა­რე­ო­ბაც. ალ­ბათ 1-2 წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა 2013 წლის ზღვარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას, როცა ლა­რის კურ­სი მყა­რი იყო. მე ვი­ტყო­დი, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ამ ეტაპ­ზე დიდი ჩა­ვარ­დნაა, რაც ინფლა­ცი­ის, კრი­ზი­სუ­ლი ფო­ნი­სა და ხალ­ხის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­ცე­მის ბრა­ლია. ძი­რი­თა­დად 1-1,5-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბი იყი­დე­ბა, თა­ნაც, საკ­მა­ოდ ია­ფად. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ია­ფ­ფა­სი­ან ბი­ნებს ყი­დუ­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა უფრო ძვი­რად ღი­რე­ბულ ქო­ნე­ბას, ის არ იყი­დე­ბა, რად­გან ფასი და­კარ­გუ­ლი აქვს და მისი გა­ყიდ­ვა არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რია. ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ადრე ღირ­და 45 ათა­სი დო­ლა­რი და უფრო მეტი, ახლა შე­იძ­ლე­ბა 25-30 ათას დო­ლა­რად იყი­დოს ადა­მი­ან­მა. ეს ფა­სე­ბის ვარ­დნი­თა და ზო­გა­დი კრი­ზი­სით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კი­დევ ერთ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას უნდა შე­ვე­ხო: გა­რე­უბ­ნებ­ში უფრო მეტი ბინა იყი­დე­ბა, რად­გან იქ უფრო დიდი ფარ­თო­ბის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა შე­და­რე­ბით ია­ფად. გა­რე­უბ­ნებ­ში ფა­სე­ბი კი­დევ უფრო და­ცე­მუ­ლია და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იქ არ­სე­ბულ ბი­ნებს უფრო სწვდე­ბა, თუმ­ცა გა­ყიდ­ვა ყველ­გან ჭირს. მშე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კრე­დი­ტე­ბი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. მომ­ხმა­რებ­ლებ­ში არის შიში, რომ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის ჩა­ბა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, მაგ­რამ ახალ­დას­რუ­ლე­ბულ კორ­პუ­სებ­შიც ჭირს ბი­ნის გა­ყიდ­ვა. დღე­საც, რო­გორც ბოლო წლებ­ში, ნაღ­დი ფუ­ლით ბი­ნებს უცხო­ე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ. მარ­თა­ლია, უცხო­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნე­ბას ად­რეც ყი­დუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ მათი მო­ტი­ვა­ცია ახლა უფრო მე­ტია: ახლა მათ შე­უძ­ლი­ათ ბინა კი­დევ უფრო ია­ფად შე­ი­ძი­ნონ. სხვა­თა შო­რის, ბოლო ხა­ნებ­ში რუ­სე­თი­და­ნაც გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა - ემიგ­რი­რე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა და იქა­ურ­მა რუ­სებ­მაც კი შე­ი­ძი­ნეს ბინა თბი­ლის­ში. ჩვე­ნი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კი ბი­ნას ძი­რი­თა­დად იპო­თე­კუ­რი სეს­ხით ყი­დუ­ლობს. ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სე­ბის ხა­რისხს და ამ კრი­ტი­კას მეც ვე­თან­ხმე­ბი: სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ არ არის ის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც უნდა იყოს. უახ­ლო­ეს ერთ წე­ლი­წად­ში უნდა გვქონ­დეს ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ მი­დის, რომ უკონ­ტრო­ლო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი თბი­ლის­ში უნდა აღ­მო­ი­ფხვრას, მაგ­რამ სა­ნამ ეს გეგ­მა დამ­ტკიც­დე­ბა და ძა­ლა­ში შევა, ზო­გი­ერ­თე­ბი ცდი­ლო­ბენ, სას­წრა­ფოდ შე­ის­ყი­დონ მი­წის ნაგ­ლე­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრშია დარ­ჩე­ნი­ლი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით აა­შე­ნონ. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის

და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იერი. ვიცი, რომ ხში­რად არ ვარ­გა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ. მშე­ნებ­ლო­ბის დროს ისეთ მა­სა­ლებ­ზე კეთ­დე­ბა ეკო­ნო­მია, რო­მელ­ზეც არ უნდა ხდე­ბო­დეს. ათას­გვარ მა­ქი­ნა­ცი­ას მი­მარ­თა­ვენ, არ­სე­ბობს ათას­გვა­რი სამ­შე­ნებ­ლო ხრი­კი, რაც მა­სა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­ას იწ­ვევს და მშე­ნებ­ლო­ბის ხარ­ჯებს ამ­ცი­რებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გზით აშე­ნე­ბულ სახ­ლებ­ში ბი­ნე­ბი უფრო იაფი ღირს. ამი­ტომ, ფა­სებ­ზე ისე­თი გა­უ­გებ­რო­ბაა ატე­ხი­ლი, რომ ზოგ­ჯერ თა­ვად­ვე გვი­ჭირს იმის გარ­კვე­ვა, 1 კვ მეტრ ფარ­თობს რა ფასი და­ვა­დოთ. მშე­ნებ­ლებს ხში­რად უწევთ ბი­ნის ძა­ლი­ან შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში გა­ყიდ­ვა. მა­გა­ლი­თად, ვა­კე­ში 1-2 წლის წინ 1 კვმ არა­ნაკ­ლებ 1.000 დო­ლა­რი ღირ­და. ელი­ტურ უბ­ნებ­ში კი - 1.500-1.800 დო­ლა­რიც, ახ­ლაც არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც 1 კვმ 900-950 დო­ლა­რა­დაც იყი­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბა­დაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.